საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – ICON-S საქართველო ყოველ წელს აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის (ავტორის) გამოსავლენად. კონკურსის მიზანია სამეცნიერო კვლევის სფეროში ახალგაზრდა მეცნიერების მიერ შეტანილი წვლილის აღიარება და კვლევითი საქმიანობის წახალისება. 2026 წელს, ჯილდო გადაეცა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტს გოგა ხატიაშვილს სტატიისთვის კონსტიტუციური “ნორმის სასამართლოსეული განმარტება ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებში ირიბი მტკიცებულების გამოყენებისას”, ადამიანის უფლებათა დაცვა: უნივერსალური, რეგიონული და ეროვნული მექანიზმები (სტატიათა კრებული), თსუ, 2025