ICON•S საქართველო
IV ყოველწლიური კონფერენცია
“სამართლის უზენაესობის მომავალი თანამედროვე მსოფლიოში და საქართველოში“
19-20 სექტემბერი, 2026 – თბილისი, საქართველო
ICON•S საქართველოს IV ყოველწლიურ კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. იგი 2026 წლის 19-20 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება ეძღვნება თემას: „სამართლის უზენაესობის მომავალი მსოფლიოში და საქართველოში“.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სფეროს წამყვანი ექსპერტები, პროფესორები, მკვლევრები და იურისტები წარადგენენ მოხსენებებს საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებების აქტუალურ საკითხებზე.
კონფერენციის პლენარულ სესიას გაუძღვება ნორთვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ემერიტა ბრიჯიტ არიმონდი. მისი მოხსენების თემაა „თავდასხმები აკადემიურ თავისუფლებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში: დანებება თუ წინააღმდეგობა?“. გამოსვლა დაეთმობა აკადემიური თავისუფლების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების სიღრმისეულ ანალიზსა და ინსტიტუციური მდგრადობის მნიშვნელობას.
კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავს მრავალფეროვან და ინტერდისციპლინურ პანელურ სესიებს, მათ შორის:
- „სამოქალაქო სივრცის შევიწროება: გაერთიანების თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის წინაშე არსებული გამოწვევები“;
- „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კრიზისი საქართველოში: სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და არსებული გამოწვევები“;
- „კონსტიტუციის ინტერპრეტაცია, განჭვრეტადობა და სამართლის უზენაესობის ილუზია საქართველოში“;
- „სამართლის უზენაესობა ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივაში“;
- „კანონის უზენაესობა თანამედროვე სახელმწიფოში: დემოკრატიული მმართველობის სამართლებრივი და ინსტიტუციური გამოწვევები“.
ICON-S საქართველოს კონფერენციაზე დასასწრებად, გთხოვთ წინასწარ შეავსოთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 18 სექტემბერი
იხილეთ ICON-S საქართველოს კონფერენციის პროგრამა
კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილია ჭავჭავაძის გამზირი N45, თბილისი 0179, საქართველო)