საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – ICON•S საქართველოს წესდების (https://www.icon-society.ge/წესდება) და ICON•S საქართველოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა არჩევის წესის (მიღებულია ICON•S საქართველოს მრჩეველთა საბჭოს მიერ 2023 წლის 9 ოქტომბერს https://www.icon-society.ge/მრჩეველთა-საბჭოს-არჩევის/) შესაბამისად, 2026 წლის 3 აპრილის 10:00 საათიდან 4 აპრილის 23:00 საათამდე, ჩატარდა მრჩეველთა საბჭოს არჩევნები, რომელიც გაიმართა წევრთა დისტანციური დასწრებით, ელექტრონული ფორმით. არჩევნების შედეგად, მრჩეველთა საბჭოს წევრებად არჩეულნი არიან:
ახალგაზრდა მეცნიერები
- გიორგი ალავერდაშვილი – დოქტორანტი, იურიდიული ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნინო კაპანაძე – დოქტორანტი, სამართლის სადოქტორო სკოლა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
რეგიონების უნივერსიტეტები
- მალხაზ ნაკაშიძე – პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ლევან ჯაყელი – პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სოფო ორმოცაძე – მოწვეული ლექტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გიორგი ჩახვაძე – გიორგი ჩახვაძე, ასოცირებული პროფესორი, BAU-ს საერთაშორისო უნივერსიტეტი
სხვა უნივერსიტეტები
- თამარ გურჩიანი – ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნანა ჭიღლაძე – პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ICON•S საქართველოს თანათავმჯდომარეები
2026 წლის 6 აპრილს ჩატარდა ICON•S საქართველოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 წლის უფლებამოსილების ვადით, საზოგადოების თანათავმჯდომარეებად არჩეულნი არიან:
- თამარ გურჩიანი – ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მალხაზ ნაკაშიძე – პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წესდების შესაბამისად, 3 წლის უფლებამოსილების ვადით, მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა თანათავმჯდომარე (2023-2026) მაია კოპალეიშვილი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.