2023 წლის 28 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (ქ. თბილისი, გუდიაშვილის ქ. #7) საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების – ICON•S  საქართველოს საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართება.

ICON•S საქართველო არის საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლობა საქართველოში. ICON•S ოფიციალურად 2014 წლის 26-28 ივნისს, საინაუგურაციო კონფერენციაზე, იტალიაში, ქ. ფლორენციაში ჩამოყალიბდა. ICON•S-ის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში.

ICON•S საქართველო ჩამოყალიბდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით და მისი მიზანია ინტერდისციპლინური აკადემიური ფორუმის შექმნა, საჯარო სამართლის სწავლების და კვლევის ხელშეწყობა. ICON•S საქართველოს წევრად იწვევს ყველა პირს, ვინც იზიარებს საზოგადოების ძირითად მიზნებს და აქვს ინტერესი საჯარო სამართალში ან სხვა მომიჯნავე დისციპლინებში.

ღონისძიების სამუშაო ენა არის ქართული. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ორგანიზაციის ვებგვერდს https://www.icon-society.ge ასევე იხილოთ ღონისძიების პროგრამა.

ICON•S  საქართველო


On February 28, 2023, at 15:00, the inaugural event of the International Society of Law – ICON•S Georgia will be held in the exhibition hall of the National Library of the Parliament of Georgia (Tbilisi, Gudiashvili St. #7).

ICON•S Georgia is the national chapter of the International Society of Public Law in Georgia. ICON•S was officially launched on June 26-28, 2014, at the inaugural conference in Florence, Italy . ICON•S head office is located in New York, USA.

ICON•S Georgia was founded with the participation of representatives of various Georgian universities and its goal is to create an interdisciplinary academic forum, to promote public law teaching and research. ICON•S Georgia invites all individuals who share the basic goals of the society and have an interest in public law or other related disciplines to become members.

Working language of the event is Georgian.

For more information please visit the website of the chapter https://www.icon-society.ge  and find event event programme

ICON•S Georgia