საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – ICON-S საქართველო, საჯარო სამართლის სფეროში საქართველოში მიმდინარე პროექტების, ღონისძიებების და სხვა სიახლეების გაზიარების მიზნით, იწვევს დაინტერესებულ პირებს სიახლეების გუნდში მონაწილეობისთვის.

“სიახლეები საჯარო სამართალში” ითვალისწინებს პერიოდულად, ICON-S საქართველოს ვებგვერდზე, საქართველოში საჯარო სამართლის ყველა სიახლის (ქართულად, ინგლისურად) განთავსებას და გაზიარებას. როგორც წესი, იგი მოიცავს ახალ კონკურსებს საჯარო სამართლის სფეროში, კონფერენციებს, გამოცემებს, სიახლეებს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებიდან და აშ. ინფორმაცია ასევე გაზიარდება ICON-S-ის, ICON-S საქართველოს და უნივერსიტეტების სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook, Twitter, Linkedin).

სიახლეების გუნდში თანამშრომლობისთვის ვიწვევთ სტუდენტებს (ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ვინც სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას, შეუძლია კვირაში ერთხელ მოამზადოს მოკლე ინფორმაცია თავისი უნივერსიტეტის, ასევე მასთან დაკავშირებული სხვა სიახლეების შესახებ და მიაწოდოს ICON-S საქართველოს. გუნდის წევრი ასევე შესაძლებელია გახდეს ფაკულტეტის თანამშრომელი, ახალგაზრდა მკვლევარი, ვინც დაინტერესდება მსგავსი აქტივობით. სასურველია დაინტერესებული პირი კარგად იცნობდეს შესაბამისი ფაკულტეტის ყოველდღიურ საქმიანობას.

სიახლეების გუნდის საქმიანობა დაფუძნებულია მოხალისეობაზე და როგორც წესი, 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ყოველ წელს, ICON-S საქართველოს კონფერენციაზე, სიახლეების გუნდის წევრს გადაეცემა სპეციალური სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ არა უგვიანეს 2022 წლის 23 დეკემბრისა მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტოზე info@icon-society.ge

ICON-S საქართველო