ICON-S საქართველო
საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება
2025 წლის 28 ივნისი, თბილისი, საქართველო
ახალგაზრდა მეცნიერთა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის კონკურსის შედეგები
საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – ICON-S საქართველო ყოველ წელს აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის (ავტორის) გამოსავლენად. კონკურსის მიზანია სამეცნიერო კვლევის სფეროში ახალგაზრდა მეცნიერების მიერ შეტანილი წვლილის აღიარება, კვლევითი საქმიანობის წახალისება ახალგაზრდა მეცნიერებსა შორის, ვინც წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს ICON-S საქართველოს კონფერენციაზე. 2025 წელს, ჯილდო გადაეცა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტს ნინო მუხადგვერდელს სტატიისთვის „Რთული Შემთხვევების გადაწყვეტა და ამერიკული Სამართლებრივი Რეალიზმი“, ჟურნალი „ორბელიანი“, N7, 2024