საქართველოში საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება ჩამოყალიბდა

ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, საქართველოში ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – ICON•S საქართველო. ორგანიზაცია 2022 წლის თებერვალში დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის 14 ივნისს საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა კომიტეტეტმა დაამტკიცა საქართველოს ორგანიზაცია და მისი წესდება.
ICON•S Georgia შეიქმნა თანამედროვე საჯარო სამართლის, მათ შორის ადმინისტრაციული, საკონსტიტუციო, საერთაშორისო სამართლის და მათთან დაკავშირებული ისეთი სფეროების, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერების, პოლიტიკის თეორიის, პოლიტიკის ისტორიის საკითხთა განხილვის მიზნით, მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინური აკადემიური ფორუმის შესაქმნელად.
ICON•S არის საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც ჰყავს წევრები მთელი მსოფლიოდან, სამართლის ყველა დარგში, ასევე ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებებიდან, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე, სტუდენტების და ემერიტუს პროფესორების ჩათვლით. ICON•S თავისი მისიის განსახორციელებლად პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების და იდეების საერთაშორისო დონეზე გაცვლის საუკეთესო საშუალებებს გვთავაზობს.
ICON•S-ის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში. ორგანიზაციის ვებგვერდი: https://www.icon-society.org
ICON•S Georgia იქნება თაობათაშორისი სამუშაო სივრცე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც აღიარებული მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. ორგანიზაცია შეეცდება შექმნას აკადემიური სივრცე მეცნიერთათვის, რომლებიც იყენებენ სწავლების, კვლევის სხვადასხვა მეთოდოლოგიას და იურიდიული განათლების სხვადასხვა სკოლას წარმოადგენენ.
ორგანიზაცია ასევე იქნება დამაკავშირებელი პრიფესიული გაერთიანება ქართულ აკადემიურ დაწესებულებებსა და საერთაშორისო აკადემიურ ფორუმს შორის, რასაც საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება გვთავაზობს.
ICON•S Georgia ხელს შეუწყობს რეგიონული და პოლიტიკური მრავალფეროვნების, გენდერული ბალანსის და მაღალი აკადემიური ხარისხის პრინციპების დაცვას.
ICON•S Georgia ხელი შეუწყობს საჯარო სამართლის განვითარებას საქართველოში, კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას და საერთაშორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.
ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები არიან:
თანათავმჯდომარეები
1. მალხაზ ნაკაშიძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
2. მაია კოპალეიშვილი – პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მრჩეველთა საბჭოს წევრები
3. ანა ფირცხალაშვილი – პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
4. ნანა ჭიღლაძე – პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. გიორგი ალავერდაშვილი, დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. ეკა კაველიძე, ასოცირებული პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
7. გიორგი მშვენიერაძე, ასისტენტ-პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
8. ლევან ჯაყელი, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
9. სოფიო დემეტრაშვილი, ასოცირებული პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი
10. მამუკა შენგელია, პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. გიორგი მირიანაშვილი, ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
12. თამარ გურჩიანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
13. მალხაზ ბეგიაშვილი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი
14. თინათინი ერქვანია, ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, GIPA
15. სოფიო შენგელია, ასისტენტ-პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
აღმასრულებელი მდივანი
16. ნიკოლოზ მეგრელიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სხვა დამფუძნებელი წევრები
17. ბესიკ ლოლაძე, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
18. გივი ლუაშვილი, მოწვეული ლექტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
19. გიორგი მელაძე, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
20. დიმიტრი გეგენავა, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტი
21. ავთანდილი დემეტრაშვილი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი
22. გიორგი გორაძე, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
23. თენგიზ თევზაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
24. ლაშა მარგიშვილი, დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
25. მაგდა ჯაფარიძე, დოქტორანტი, საქართველოს უნივერსიტეტი
26. დავით გაბაიძე, დოქტორანტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი
27. გიორგი კვერენჩხილაძე, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
28. ვასილ გონაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ორგანიზაციაში ვიწვევთ ყველას, ვინც იზიარებს მის ძირითად მიზნებს, აქვს ინტერესი და მუშაობს საჯარო სამართალში თუ სხვა მომიჯნავე დისციპლინებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერებს.
—————————————–
After a one-year preparatory period, today we are plesed to inform you that the International Society of Public Law (ICON•S) – Georgian chapter has been established in Georgia. The organization was founded in February 2022 on the initiative of representatives of various Georgian universities, and on June 14, 2022, the Executive Committee of the International Society of Public Law approved the Georgian organization and its charter.
ICON•S is an international learned society with members from all around the globe. Members include scholars in all fields of law and beyond to the humanities and social sciences, and at all levels of seniority, from students to emeritus faculty. ICON•S provides its members with the best avenues for building meaningful relationships and exchanging ideas internationally to advance its mission.
The Georgian Chapter of the International Society of Public Law is established to create a diverse and interdisciplinary academic forum to discuss contemporary Public Law challenges, including administrative law, constitutional law, international law, and related fields such as political science, political theory, jurisprudence, and political history.
It will be an intergenerational working space that will include both established scholars and junior academics.
The Georgian chapter will seek to provide an academic space for scholars using diverse methodologies and coming from different legal education backgrounds. It will also serve as a link between the Georgian academia and the international forum that the Society offers.
In its composition, the Chapter will promote the following principles: regional and political diversity, gender balance and academic excellence.
The founding members of the organization are:
Co-chairs
1. Malkhaz Nakashidze – Professor, Batumi Shota Rustaveli State University
2. Maia Kopaleishvili – Professor, Ivane Javakhishvili Tbilisi State University
Members of the Advisory Board
3. Anna Phirtskhalashvili – Professor, Georgian National University
4. Nana Chighladze – Professor, Ivane Javakhishvili Tbilisi State University
5. Giorgi Alaverdashvili, Master of Law, Ivane Javakhishvili Tbilisi State University
6. Eka Kavelidze, Associate Professor, New Vision University
7. Giorgi Mshvenieradze, Assistant Professor, Tbilisi Free University
8. Levan Jakeli – Associate Professor, Batumi Shota Rustaveli State University
9. Sophio Demetrashvili – Associate Professor, Sulkhan-Saba Orbeliani University
10. Mamuka Shengelia – Professor, Akaki Tsereteli State University
11. Giorgi Mirianashvili – Associate Professor, Grigol Robakidze University
12. Tamar Gurchiani, Associate Professor, Ilia State University
13. Malkhaz Begiashvili – Professor, University of Georgia
14. Tinatin Erkvania – Associate Professor, Institute of Public Affairs, GIPA
15. Sophio Shengelia, Assistant Professor, Caucasus University
Executive Secretary
16. Nikoloz Megrelishvili, PhD student, University of Georgia, Visiting Lecturer, Batumi Shota Rustaveli State University
Other Founding Members
17. Besik Loladze – Professor, Georgian National University
18. Givi Luashvili – Visiting Lecturer, Georgian National University
19. Giorgi Meladze – Associate Professor, Ilia State University
20. Dimitry Gegenava, Professor, Sulkhan-Saba Orbeliani University
21. Avtandil Demetrashvili – Professor, Sulkhan-Saba Orbeliani University
22. Giorgi Goradze – Professor, Sulkhan-Saba Orbeliani University
23. Tengiz Tevzadze – Assistant Professor, Sulkhan-Saba Orbeliani University
24. Lasha Margishvili, PhD student, Ivane Javakhishvili Tbilisi State University
25. Magda Japharidze, PhD student, University of Georgia
26. Davit Gabaidze, PhD student, Grigol Robakidze University, Assistant, Batumi Shota Rustaveli State University
27. Giorgi Kverenchkhiladze – Professor, Ivane Javakhishvili Tbilisi State University
28. Vasil Gonashvili – Associate Professor, Ivane Javakhishvili Tbilisi State University