საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება
ICON-S საქართველო
კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის გამოსავლენად
საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – ICON-S საქართველო აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის (ავტორის) გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ICON-S საქართველოს წევრებს, ისე სხვა დაინტერესებულ პირებს.
კონკურსის მიზანი
საუკეთესო ნაშრომის კონკურსის მიზანია სამეცნიერო კვლევასა და გამოქვეყნებაში ახალგაზრდა მეცნიერების მიერ შეტანილი წვლილის აღიარება, კვლევითი საქმიანობის წახალისება მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ნაშრომებს ICON-S საქართველოს კონფერენციაზე.
სტატიის წარდგენა
1. კონკურსზე სტატიის წრდგენა შეუძლია ახალგაზრდა მეცნიერს, სამეცნიერო სტატიის ავტორს (თანაავტორებს), ასევე უნივერსიტეტს, სხვა კვლევით დაწესებულებას, სადაც სწავლობს ან დასაქმებულია სტატიის ავტორი (თანაავტორები).
2. ახალგაზრდა მეცნიერი არის დოქტორანტი, ასევე დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.
3. ჯილდოზე წარდგენილი სტატია გამოქვეყნებული უნდა იყოს 2023-2025 წლებში, პერიოდულ, რეფერირებად (peer-reviewed), ბეჭდურ ან ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში საქართველოში ან უცხოეთში და ეხებოდეს საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებს;
4. სტატიის მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 6000 და მაქსიმუმ 15000 სიტყვა (აბსტრაქტის, სქოლიოების და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით).
5. საუკეთსო სტატიის ჯილდო გაიცემა ყოველ წელს ICON-S საქართველოს მიერ.
წარდგენის ფორმა
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ავტორმა უნდა შეავსოს რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა, სადაც უნდა ატვირთოს:
1) განახლებული პირადი აკადემიური რეზიუმე (CV);
2) სამეცნიერო სტატია ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატი);
3) წარდგენის წერილი უნივერსიტეტიდან (თუ კანდიდატს უნივერსიტეტი წარადგენს).
შეფასება
კონკურსზე წარდგენილი ნაშრომი კომისიის მიერ შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ორიგინალობა (40%), არგუმენტის ხარისხი (30%), პოზიციონირება ლიტერატურაში (15%), წერის სტილი (წონა 15%).
ჯილდოს გადაცემა
1. გამარჯვებული ნაშრომის ავტორს და თანაავტორებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გადაეცემათ ხელმოწერილი და შესაბამისი ფორმით გაფორმებული ოფიციალური მოწმობა (სერტიფიკატი) ჯილდოს, ნაშრომის და ნაშრომის ავტორების სახელების მითითებით.
2. ჯილდო ავტორს (ავტორებს) გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ICON-S საქართველოს ყოველწლიურ კონფერენციაზე და მათი მიღწევა გამოცხადება ICON-S საქართველოს ვებგვერდზე.
რეგისტრაციის ბოლო დღე: 16 ივნისი 2025
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ფორმა